აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მადლობას ვუხდი დონალდ ტრამპს პოლონეთის მიმართ მეგობრობისთვის და იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა პრაქტიკულ ასპექტსაც ნათლად ვხედავთ” – კაროლ ნავროცკი

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს პოლონეთში 5 000 სამხედროს გაგზავნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

„ვიცავ და გავაგრძელებ პოლონეთ-ამერიკის ალიანსის დაცვას – უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საყრდენს ყველა პოლონური სახლისა და მთელი ევროპისთვის. კარგი ალიანსები ისაა, რომლებიც ემყარება თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულებას. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პოლონეთის მიმართ მეგობრობისთვის და იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა პრაქტიკულ ასპექტსაც დღეს ძალიან ნათლად ვხედავთ. პოლონეთისა და პოლონელი ხალხის უსაფრთხოება ჩემი მთავარი პრიორიტეტია“, – წერს ნავროცკი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები პოლონეთში 5 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის.

„პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის წარმატებული არჩევისა და მასთან ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედროს გაგზავნის“, – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....