ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: “საქართველო დაიღალა ყველა პარტიისგან”

“ვფიქრობ, საქართველო დაიღალა ყველა პარტიისგან. პარტიები ვერ ახერხებენ ადამიანების დაინტერესებას”,- ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა განაცხადა.

“პარტიები რასაკვირველია არ დამეთანხმებიან, მაგრამ, ჩემი აზრით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პარტიები მკაფიოდ არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და განსხვავება მხოლოდ ადამიანებშია. ისინი განსხვავდებიან სახეებით და ლიდერებით. შესაძლოა, ყველგან არა, მაგრამ ზოგ ქვეყანაში პარტიებს შორის ძალიან მკაფიო განსხვავებებია. ვიღაც აბორტის მომხრეა, ვიღაც –  მოწინააღმდეგე. ვიღაც მხარს უჭერს რეგულაციებს, ვიღაც –  არა. ერთი პარტია სოციალ-დემოკრატიულია, მეორე ლიბერტარიანული და ა.შ.  როგორ უნდა გააკეთოს საზოგადოებამ არჩევანი, როცა პარტიების პროგრამები ფაქტობრივად იდენტურია.  რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავება ნიუანსებში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნიუანსები არ არის საკმარისი ქართული საზოგადოებისთვის, რომ ისინი განასხვავოს”,-აღნიშნა თორნტონმა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება მოლოდინის რეჟიმშია, შესაძლოა, ის ელოდება ახალ პარტიას ან პარტიას, რომელიც გარდაქმნის საკუთარ თავს.

“ვერავინ ახერხებს, ადამიანებს ელაპარაკოს იმ თემებზე, რომლებიც მათ რეალურად აინტერესებთ. ამიტომ მე ვფიქრობ ქართული საზოგადოება მოლოდინის რეჟიმშია – შესაძლოა ის ელოდება ახალ პარტიას ან პარტიას რომელიც გარდაქმნის საკუთარ თავს”,-აღნიშნა ლორა თორნტონმა პირველ არხთან ინტერვიუში.

იტვირთბა....