ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გეგმავს თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტს შეწყალება თხოვოს

“დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არ გეგმავს” – ეს განცხადება დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.

,,მას შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ ის ამაზე უარს აცხადებს”. – ამბობს რამიშვილი და ამატებს, რომ მას სესაწყალებელი არაფერი სჭირს.

“დარწმუნებული ვარ,  სტრასბურგი აუცილებლად მიიღებს გამამართლებელ გადაწყვეტილებას”- აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე გუშინ განაჩენი დადგა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იტვირთბა....