ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩემი შვილი მეგობრებმა მოწამლეს და 11 000 ლარი მოპარეს”: ბათუმში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

„ჩემი შვილი მეგობრებმა მოწამლეს ფულის გამო. დიდი თანხაა წაღებული 11 000 ლარი, 2700 ლარი ოთახში, ჟურნალებში იდო. წაღებულია ასევე ორი მობილური ტელეფონი, კომპიუტერები და ტანსაცმელი. ჩაკეტეს კარი, ფანჯრები და წავიდნენ. ჩემი შვილი თუ ნარკოტიკით მოწამლეს ე.ი. ჩაუყარეს”- ამის შესახებ ბათუმში 2 ახალგაზრდა კაცის მკვლელობის შესახებ, ერთ-ერთი გარდაცვლილის, მამა ანტონ ხაჭაპურიძე ჟურნალ “სარკეთან” აცხადებს. 

ის შვილის სიკვდილში მეგობრებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი შვილი ჰომოსექსუალი არ ყოფილა, შესაბამისად გამორიცხავს სექსუალური ორიენტაციის გამო მკვლელობას.

“ბინა მეცხრე სართულზე ჰქონდათ ნაქირავები და გარდაცვლილების სუნი პირველ სართულზე იგრძნობოდა. ბინის მეპატრონეც იგივე კორპუსში ცხოვრობს მეათე სართულზე და ის როგორ არ შეაწუხა სუნმა? ბევრი რამ ვიცი მაგრამ არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო”- აცხადებს ხაჭაპურიძე.

გარდაცვლილის მშობლები გამორიცხავენ ვერსიას, რომ ბიჭებმა თანხა კაზინოში წააგეს და აღნიშნავენ, რომ ბინაში სადაც მკვლელობა მოხდა, სუფრა 5 კაცზე იყო გაშლილი და ამ დრომდე უცნობია, ვინ იყო ის სამი პირი, ვისთან ერთადაც ბიჭებმა იქეიფეს.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანის ცხედარი დახვდა.  სავარაუდოდ, ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ იყვნენ გარდაცვლილი.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....