თბილისში, ელენე ახვლედიანის აღმართთან, ქვაფენილზე სასტუმრო “ვინოტელის” გვერდითაა დადაღებული ის ფოტოები, რომელსაც თქვენ ხედავთ. მოქალაქე, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ჯერჯერობით შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია არ მისულა. როგორც ავტომანქანის მფლობელი აცხადებს, ის ავლაბრის მიმართულებით გაადგილდებოდა, როდესაც მოულოდნელად ხის ტოტი მოწყდა და მის მანქანაში წინა ფანჯრიდან შევარდა. ფოტოებზე ხედავთ, რომ ხის ტოტს მთლიანად შენგრეული აქვს ავტომობილის წინა ნაწილი და სწორედ იქ არის გასული, სადაც მძღოლის სავარძელია.
“ახლაც შოკში ვარ. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ფაქტია, რომ ასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს”,- განაცხადა ავტომანქანის მფლობელმა “აიპრესთან” საუბრისას.
Ipress.ge