Georgian Water and Power-მა, რუსთავისა და მცხეთის წყლის კომპანიებმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას ტარიფის გაზრდის გეგმიური განცხადებით მიმართეს.
წინადადებებზე კომისია მსჯელობას რამდენიმე დღეში დაიწყებს.
ყოველწლიური პროცედურის შემდეგ წყლის ტარიფის ახალი მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს. მარეგულირებლ კომისიას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმაც მიმართეს.
შეიცვლება თუ არა სამომხმარებლო ტარიფები, სემეკში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რადგან კომისია საკითხის განხილვა ჯერ არ დაუწყია და ამისთვის კანონმდებლობით 150 დღეს აქვს განსაზღვრული.
pirveliradio