ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა, სილამაზის სალონის გაძარცვა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ “ტაბულა” ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობებ, რომ გამოძიების პირველადი მონაცემებით, თავდამსხმელი ერთი პირია და ის არასრულწლოვანია. სალონიდან არაფერია წაღებული.