ახალი ამბები მთავარი სამართალი

2 გარდაცვლილი, 1 დაშავებული: მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იტვირთბა....