ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლაგოდეხში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა

ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათ აალება შენიშნეს და შესაბამის სამსახურს აცნობეს. როგორც ისინი ამბობენ, დაზიანებულია ეკლესიის ხის ჭერი და დაიწვა ეკლესიაში არსებული ხატები.

როგორც “მეტრონომს”საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა.  შენობა დაზიანებული არ არის, მხოლოდ ეკლესიაში არსებული ხის ჭერია დაზიანებული.

იტვირთბა....