ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია ავღანეთში დაჭრილი ქართველების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ავღანეთში, თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი ქართველი  ჯარისკაციდან, რომელთაგან ერთი – ივერი ბუაძე მძიმე მდგომარეობაში იყო, ინფორმაცია ვრცელდება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ის ხონის რაიონ სოფელ ქუტირში ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.
ოჯახის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ჯარისკაცმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ასევე ჭრილობები აქვს კიდურებზეც…

“პირადად მოვიდა მეორე ქვეითი ბიგადის მეთაური და შეგვატყობინა ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ვიცით, მას გერმანიაში გადაიყვანენ”,  – ამბობენ ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა” აიღო.

იტვირთბა....