ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგარეჯოში ავარიას 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

თვითმხილველების ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონ სოფელ ბადიაურში, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი “ჰონდას” და “ფორდის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. სამწუხაროდ, 17 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....