ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში უცხოელ ტურისტს სცემეს და გაძარცვეს

თბილისში ალექსიძის 1 ნომერში უცხოელ ტურისტს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას  faceebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი თამარ დავითაია ავრცელებს.

მისი თქმით, ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან 3 უცნობი მამაკაცი ტურისტს სასტიკად გაუსწორდა.

“რამდენიმე წუთის წინ, არაადამიანები სადარბაზოში, მაღალ სართულზე დახვდნენ, თავს დაესხნენ უცხოეულ ტურისტს, გაძარცვეს და სასტიკად სცემეს, თავი გაუტეხეს… კამერები არის ირგვლივ, იმედია, დროზე დაიჭერენ”- წერს მომხმარებელი.

თავდასხმას შეესწრო დაშავებული ტურისტის მეგობარი გოგონაც. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც” მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მომხდარ ფაქტზე 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

იტვირთბა....