ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა გავლენას იქონიებს დედაქალაქზე მოახლოებული ციკლონი (ვიდეო)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ციკლონი გავრცელებას იწყებს. აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალას კი “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ციკლონის გავრცელების შედეგად, 6 სექტემბერს, დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კი ნალექია ნავარაუდები.

7 სექტემბერს, უმეტესად დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ნალექი, შესაძლებელია ძალიან ძლიერიც, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზოგან სეტყვა, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტო ზღვაზე 4-5-ბალიან შტორმს ვარაუდობს. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება. ცალკეულ რაიონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები აღინიშნოს.

 

იტვირთბა....