ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფშავში, ალპურ ზონაში ხანძარია

ფშავში, ალპურ ზონაში ცეცხლი მცირე ფართობზე ბალახს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალაა ჩართული, – ინფორმაცია ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა.

როგორც მინისტრი ამბობს, საგანგაშო არაფერია:

“ძალიან პატარა ფართობზე ბალახი იწვის. ცოცხალი ძალისთვის ადვილად მისადგომია და მე ვფიქრობ ამ მიმართულებით გართულებები არ უნდა იყოს”, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

იტვირთბა....