,,რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი წევრი თამარ კორძაია აცახდებს, რომ მისი პარტია პრინციპულად ეწინააღმდეგება კანონის დარღვევით [კონკორდატის დარღვევით] მოსახლეობის კუთვნილი ქონების და მიწების თვითმმართველობების მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემას. მისივე თქმით, 2017 წლის ოქტომბერში ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს მკაფიო და მტკიცე არჩევანი, რომლითაც წინ აღუდგება: არაუფლებამოსილი საპატრიარქოს მონაწილეობას სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში და ამ გზით ქვეყნის განვითარების შეფერხებას.
“სწორედ საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში მცხოვრები ადამიანების პრეროგატივაა საკუთარ რაიონში, საკუთარ უბანში საკუთარი საკითხების გადაჭრის გზების ძიება და არჩევა. დემოკრატიული პროცესი მაშინ არის წარმატებული, როდესაც ის ქვემოდან, ადგილიდან იწყება.
”რესპუბლიკური პარტია” კვლავ სთავაზობს საზოგადოებას ძლიერ თვითმმართველობას, ქალაქების სტატუსის აღდგენას, მეორე დონის თვითმმართველობის შექმნას და რაც მთავარია, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების არსებობას. რადგან, დემოკრატიული მმართველობის საფუძვლები, ადგილობრივ თვითმმართველობაში და ქვეყნის განათარების საწყისი ადგილობრივი დონეზე, ადგილზე მცხოვრები მოქალაქის მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღებაშია – ამიტომაც, თვითმმართველობის არჩევნები საერთო სახელმწიფოებრივი არჩევნებია!
2017 წლის ოქტომბერში ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს მკაფიო და მტკიცე არჩევანი, რომლითაც წინ აღუდგება: არაუფლებამოსილი საპატრიარქოს მონაწილეობას სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში და ამ გზით ქვეყნის განვითარების შეფერხებას;
ხელისუფლების შესაძლებლობას შევიდეს კორუფციულ გარიგებებში საპატრიარქოსთან და ამ გზით მიიტაცოს და განიმტკიცოს ძალაუფლება;
საკუთარი უფლებამოსილების წართმევას და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების შეფერხებას“, – განაცხადა კორძაიამ.