ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კახეთში ყველა ხანძარი ლოკალიზებულია”

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კახეთში ყველა ხანძარი ლოკალიზებულია. მინისტრის თქმით, ცეცხლის ნარჩენი მონაკვეთები მთლიანად კონტროლდება. მისი ინფორმაციით, შუადღისით, ტემპერატურის მატების გამო, პატარ-პატარა ცეცხლის კერები ჰქონდათ, თუმცი მისი ლოკალიზება დროულად შეძლეს.

“ართანაში, კოხტას მთაზე ცეცხლის ნარჩენი მონაკვეთები მთლიანად კონტროლდება, კვამლი არ ნიშნავს, რომ ხანძარი კვლავ ვრცელდება. შუადღისას, როცა ტემპერატურა პიკს აღწევს, გვქონდა პატარ-პატარა კერების აალებები, მაგრამ მალევე მოვახდინეთ ლიკვიდაცია. ლიკვიდაციაა შილდაში, ასევე ხანძარი ლოკალიზებულია თუშეთში, ხულოში კიდევ დაემატა ასი მაშველი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის გავრცელების საშიშროება მოსახლეობისთვის არ არსებობს იმ მიდამოებში სადაც ხანძარი იყო. ვერტმფრენები ადგილზე რჩებიან და ინტენსიურად მუშაობენ. კლიმატური პირობები გვაჩვენებს რამდენ ხანს დარჩებიან, მთავარია არ იყოს ქარი და ამინდმა ხელი შეგვიწყოს”,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მინისტრმა უპასუხოდ დატოვა კითხვა დივერსიასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, ახალი კერაა სოფელ ფშაველთან, თუმცა საგანგაშო არაფერია.

“ახალი კერა გვაქვს სოფელ ფშაველთან ალპურ ზონაში, საგანგაშო არაფერია, პატარა ფართობზე იწვის ბალახი,ავიაციისთვის ადვილად მისაღწევია და გართულებებს არ ველოდებით”,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

იტვირთბა....