ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ მინდა სიცოცხლეო და ყელში დანა დაირტყა”: თვითმხილველები ვაკეში მომხდარი საზარელი შემთხვევის დეტალებს ყვებიან (ვიდეო)

ვაკეში, ე.წ. პიქსელის შენობასთან მომხდარი საზარელი შემთხვევის დეტალების შესახებ თვითმხილველები “კურიერთან” საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ვაკეში ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მცდელობაში მისი ყოფილი ქმარია ეჭვმიტანილი. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალს, სამსახურში სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობაში, ყოფილი ქმარი მიუვარდა, რომელმაც მას ცივი იარაღით მძიმე ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ კი მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. ორივე მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი, 11-პრომა მუხლით ოჯახუი ძალადობა და 19, 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....