გერმანიაში, კერძოდ ჰეიდელბერგში წინასაარჩევნო მიტინგის დროს გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს პომიდვრები ესროლეს.
ცნობილი გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, კანცლერს პომიდვრები მაშინ ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა. ერთი ნასროლი კანცლერს ფეხზე მოხვდა, მეორე კი მიტინგის წამყვანს. მიუხედავად ინციდენტისა, ანგელა მერკელმა სიტყვით გამოსვა გააგრძელა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ გერმანიის კანცლერი ღიმილით ცდილობდა ტანსაცმელზე პომიდვრის ლაქის გაწმენდას.
შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელი მონაწილეობას მეოთხედ იღებს.