კახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და მომავალი 3-4 წლის განმავლობაში სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება, – ამის შესახებ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„ეს შეეხება გზებს, წყალმომარაგებას, გაზმომარაგებას და სისტემების მთლიანად განვითარებას. ამიტომ, რეგიონში ჩვენ გვჭირდება მაღალი კვალიფიკაციის, ღირსეული და წესიერი ხელმძღვანელები“ – აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.
მისი თქმით, მოსახლეობისგან იგრძნობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეული კანდიდატები შეარჩია.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონის მერობის 8 კანდიდატი წარადგინა.