სოფელ ყარაჯალაში, ჯგუფური წამების და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, 42 წლის კაცი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. მას სხეულზე მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
გაჩიანში 42 წლის მამაკაცის წამების ფაქტზე დაკავებულ 6 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
შეგახსენებთ, 21 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში 42 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენიმე პირმა ჯერ სცემა, შემდეგ კი, მასზე სექსუალურად იძალადა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ძალადობის ფაქტში 15-ზე მეტი პირი მონაწილეობდა. ისინი დანარჩენი პირების დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯასაც მოითხოვენ.