სოფელ ართანის ტყეში ხანძარს კვლავ ებრძვიან. ქართულ ავიაციასთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოტა ხნის წინ ირანული ვერტმფრენიც ჩაერთო. ისინი 2 ტონიან წყლის ავზს ლოპოტას ტბაზე ავსებენ.
ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა: შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400 თანამშრომელი, 50 სპეცრაზმელი და მეხანძრე- მაშველები, თუმცა ამის მიუხედავად, ცეცხლის კერების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
თელავის აეროპორტში მდებარე შტაბი მე-5 დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერს დილით გაჩნდა.