ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ელტონ ჯონის კონცერტების თარიღი საქართველოში კვლავ უცვლელია

ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის კონცერტების თარიღი საქართველოში კვლავ უცვლელია, – ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს.

თუმცა, გაიმართება თუ არა 16-17 სექტემბერს მისი კონცერტი, დამოკიდებულია ექიმის დასკვნაზე, რომელმაც ელტონ ჯონის მუსიკალურ დირექტორსა და გიტარისტს ოპერაცია გაუკეთდა. სწორედ, ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, გადაიდება თუ არა „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი ორი კონცერტი.

„მუსიკოსს და ელტონ ჯონის ძალიან დიდი ხნის მეგობარს დევიდ ჯონსტონს, რომელიც ასევე, არის მისი მუსიკალური დირექტორი და გიტარისტი, ბენდის შეუცვლელი წევრია 1972 წლის შემდეგ, პრობლემა შეექმნა ხელზე და გაუკეთდა ოპერაცია, ადევს ნაკერები და სწორედ ახლა, ამ დღეების განმავლობაში გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოში ჩამობრძანებას და კონცერტში მონაწილეობის მიღებას. დღესდღეობით, დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, რომ კონცერტი გადადებულია და ეს თარიღებიც – 16-17 სექტემბერი, ჯერჯერობით, ძალაშია“ – განაცხადა „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა გიორგი კერესელიძემ.

კონცერტების შესაძლო გადადების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

იტვირთბა....