ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

3 მილიონნახევარი ევრო: ქართველი ფიზიკოსი გერმანიაში აღიარეს

ქართველი ფიზიკოსი გია დვალი გერმანიაში აღიარეს. იგი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატია. ჰუმბოლტის პირველი პრემია დვალს სხვა 7 მეცნიერთან ერთად მიუნჰენში საზეიმოდ გადაეცა.

3 მილიონნახევარ ევროს გია დვალი სამეცნიერო კვლევებისთვის და ექსპერიმენტებისთვის გამოიყენებს, რომლითაც მან პარალელური სამყაროს არსებობა უნდა დაადასტუროს. ჰადრონული ამაჩქარებლის გაშვება შემოდგომით იგეგმება, მანამდე გია დვალი და მეცნიერთა ჯგუფი ახალი მიმართულებების დაგეგმვაზე იმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო პირველად გაიცა და მსოფლიო დონის 8 მეცნიერს შორის ქართველი ფიზიკოსი მოხვდა. ამასთან, დვალი მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორად დაინიშნა.

იტვირთბა....