გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა უშიშროების საბჭოს ჩრდილოეთ კორეაში შექმნილი სიტუაციის გამო, გაერთიანებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
„იმედი მაქვს, უშიშროების საბჭო ერთიანი იქნება და შესაბამის ზომებს ერთად მივიღებთ “, – განაცხადა გუტერიშმა.
გაერო-მ ინციდენტს ე.წ. “საერთაშორისო საართლის კიდევ ერთი სერიოზული დარღვევა” უწოდა. გუტერიშმა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ასეთი ქმედებები და უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად, საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს.
ცნობისთვის, კვირას, 3 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი გამოსცადა.