ბათუმში, რკინიგზის სადგურთან ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევაში 2 მსუბუქი ავტომობილი მონაწილეობდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
უწყებაში “მეტრონომს” უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.