ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდემდე შენარჩუნდება ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  7 სექტემბრამდე სანაპირო რაიონებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-30 გრადუსი იქნება. სამეგრელოსა და იმერეთის რაიონებში 34-36 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში – 35 გრადუსამდე დაფიქსირდება.

კახეთში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 38 გრადუსამდე შენარჩუნდება. თბილისში კი, მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ჰაერის ტემპერატურის მაქსიმუმი 36-37 გრადუსი იქნება.

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე წვიმაცაა მოსალოდნელი.

იტვირთბა....