ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი”

თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე აცხადებს, რომ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, შესაძლო დივერსიასთან გვქონდეს საქმეწ.  მისი თქმით, შექმნილმა ვითარებამ გამოააშკარავა, რომ ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა. კალაძის განცხადებით, რაც ამ ზაფხულს ხდება, მსგავსი პრობლემები არცერთ წელიწადს არ ყოფილა. თუმცა, კალაძეს არა აქვს ვერსია, ვისი მხრიდან შეიძლება დივერსიას  ადგილი ჰქონდეს.

”დიდი დანაკარგი გვაქვს, განადგურდა უნიკალური ტყეების დიდი მასივები. რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი არც ერთ წელიწადს არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეებს, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი. არ ვიცი ვისი მხრიდან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ხანძრები ხდება. მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ხშირია სტიქიური მოვლენები. პორტუგალიის ტრაგედიას გაგახსენებთ, როდესაც ძლიერ ხანძარს ტყეში მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო. შექმნილმა ვითარებამ ბევრი რამ გამოააშკარავა, არც ტექნიკის, არც საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ფული არ უნდა დავზოგოთ”, – განაცხადა კალაძემ “კვირის პალიტრასთან” საუბარში.

იტვირთბა....