aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სპორტი

SPORTWAY TOURISM: მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის” ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის, თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მცირე და საშუალო ბიზნეს-ასოციაციის, “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” მხარდაჭერით 28-29 სექტემბერს, თბილისში, სასტუმროებში Hotels and Preference Hualing Tbilisi, გაიმართება მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია – Sportsway Tourism.

კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: მოვლენათა გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, ტერიტორიული მარკეტინგი, რეგიონის განვითარება მოვლენების შექმნის საშუალებით, ბრენდირებული მოვლენების შექმნა და განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტეგრაცია სპორტული და სხვა სახის მოვლენების ორგანიზებაში და სხვა.

კონფერენციის სპიკერები იქნებიან მსოფლიოში აღიარებული, უდიდესი სპორტული და ივენთ-კომპანიების ხელმძღვანელები, ოლიმპიადების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტების ხელმძღვანელები – ფრედერიკ პერიე (საფრანგეთის ტურისტული ალიანსი 46-2 გენერალური დირექტორი), იური სტროფილოვი (CEO stro.run), ვლადიმერ ვოლოშინი (CEO Newman sports and consulting), ლუის სილვა (CEO Bluerock), ანდრეი კავუნ (CEO Ironstar), იგორ სტოლიაროვი (CEO Eventica), აჰმედ იბრაჰიმ (Dubai Sports Cauncil) და სხვა. კონფერენციის საპატიო სტუმარია ყატარის პრინცესა – შეიხა ბენ ჰამედ ალ ტანი. კონფერენციის მონაწილეები იქნებიან სპორტული და ივენთ ორგანიზაციების პირველი პირები – რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ეგვიპტე, გაერთიანებული საემიროები, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნებიდან.

თქვენ გეძლევათ საშუალება მოისმინოთ და მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო თემების დაგეგმვაში, წარადგინოთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანიბა, მიიღოთ მონაწილეონა b2b შეხვდრებში.

დაინტერესების შემთხვევაში, დარეკეთ : 591000000, 591688824

იტვირთბა....