ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი: ე.წ. ოსეთის მხარე თანახმაა ქართველი მეხანძრეები ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთონ

საქართველოს პარლამენტის უშიშროების და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ე.წ. ოსეთის ხელისუფლება დასთანხმდა საქართველოს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართველი მეხანძრე-მაშველები ჩაერთონ. სესიაშვილი არ აკონკრეტებს ზუსტად ვისთან მოხდა მოლაპარაკებები და ამის შესახებ განცხადება ხვალ გაკეთდება.

სესიაშვილი ამბობს, რომ დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობს. ამიტომ სოფელ ფლავთან მობილიზებულია შსს და სახანძრო ბრიგადები.  ხანძარი ტყეში გაჩნდა და ამ დროისთვის ცეცხლი ქართულ სოფელ ფლავთან დამონტაჟებული ე.წ სასაზღვრო ბანერიდან 100 მეტრის მოშორებითაა. ქართული მხარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოტახანში ჩაერთვება.

წყარო: “იბერია”

 

იტვირთბა....