ოკუპირებულ ტერიტოერიაზე, სოფელ ოტრევთან ხანძარია. ხანძარი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავიდან 300 მეტრის მოშორებით ხმელ ბალახს უკიდია, თუმცა ამ ეტაპზე ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საფრთხე არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და პოლიცია. ამ დროისთვის ცხინვალიდან არცევის მიმართულებით გასული სახანძრო მანქანები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა ხანძარმა ფოთლოვანი ტყისა და ბუჩქნარის საკმაოდ დიდი ტერიტორია მოიცვა.
საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს იმყოფება შიდა ქართლის გუბერნატორიც. კახა სამხარაძის განცხადებით, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე სარწყავი წყლის არხი მდებარეობს, შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი კონტროლირებადი დასახლებული პუნქტების მიმართულებით ხანძრის გავრცელებს საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა არის გარკვეული რისკები, რომ თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად არ მოხერხდება, ცეცხლი არ გავრცელდეს იმ მიწის ფართობზეც, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.