ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთის გუბერნატორი: ხანძრის გამო სოფელ ართანის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ხანძრის გამო სოფლის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ართანის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოსთან დაკავშირებით, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა.

ხანძრის ჩაქრობას 4 ვერტფმრენი ( 2 ქართული და 2 ირანული) და ცოცხალი ძალა ცდილობს. ადგილზე 100-ზე მეხანძრე-მაშველი, რეინჯერი და მოხალისე მუშაობს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერს დილით გაჩნდა.

იტვირთბა....