ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთის ზღვაში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ქობულეთის ზღვაში დაკარგული 12 წლის ბიჭის ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. მოზარდს 45 მაშველი ეძებდა.

შავი ზღვის სანაპიროზე, 31 აგვისტოს, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. შსს-ს მაშველები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ მონიტორინგს, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართული იყო ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. სწორედ ამ დღეს დაიკარგა 12 წლის ბიჭი ზღვაში.

იტვირთბა....