თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოსთან დაკავშირებით, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა.
ტყეში ორი ღია კერა რჩება. გამომდინარე იქიდან, რომ ალპური ზონაა და ცეცხლის კერებთან მიღწევა რთულია და მეხანძრე-მაშველები ვერტმფრენით გადაჰყავთ. ხანძრის ჩაქრობას სამი ვერტფმრენი და ცოცხალი ძალა ცდილობს. ადგილზე 100-ზე მეხანძრე-მაშველი, რეინჯერი და მოხალისე მუშაობს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერს დილით გაჩნდა.