კახეთში, ართანის ტყეში ცეცხლს კერების ლოკალიზება ჯერ ისევ ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე ორი ღია კერა რჩება, რადგანაც ალპური ზონაა და ცეცხლის კერებთან მიღწევა რთულია. მათივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ვერტმფრენით გადაყავთ.
ხანძრის ჩაქრობას სამი ვერტფმრენი და ცოცხალი ძალა ცდილობს. ვერტმფრენები წყალს ლოპოტას ტბიდან იღებენ. ადგილზე 100-ზე მეხანძრე-მაშველი, რეინჯერი და მოხალისე მუშაობს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერს დილით გაჩნდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ჯუთაში ორნახევარ ჰექტარზე ბალახი ისევ იწვის თუმცა ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარც აქ დგას. ასევე ხანძარია თუშეთში, ხახობის ტყეში, მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, დაკვამლიანება კვლავ შეიმჩნევა.
ყველა ლოკაციაზე ცეცხლი 2 სექტემბერს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში გაჩნდა.