ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხახაბოს ტყეში ხანძრის კიდევ რამდენიმე კერა გაჩნდა

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის კიდევ რამდენიმე კერა გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლი, დაახლოებით, 15 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. მიუხედავად ორდღიანი შეუჩერებელი მუშაობის , მეხანძრე-მაშშველები მიუვალი გზის გამი, ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩაერთო საჰაერო ავიაცია. ცუდი ხილვადობის გამო ვერტმფრენმა მუშაობა დღეს დილამდე შეაჩერა და პროცესში ცოტახანში ისევ ჩაერთვება. სააგენტოს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის გამოძახება გახდეს საჭირო. ხახაბოს ტყეში ხანძარი 2 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

იტვირთბა....