ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის ძმა გაათავისუფლეს

უკრაინელი დეპუტატის იური დერევიანკოს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა გაათავისუფლეს.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, დავით სააკაშვილისთვის პროტოკოლი უნდა გადაეცათ, რომლის თანახმადაც, მას ადმინისტრაციული ჯარიმა უნდა გადაეხადა. კითხვაზე, არის თუ არა დავით სააკაშვილი დაკავებული საიმიგრაციო სამსახურის დირექტორმა უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც სააკაშვილმა განყოფილება დატოვა.

ცნობისთვის, დავით სააკაშვილი დღეს დილით დააკავეს. ამის შემდეგ, უკრაინის სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა კიევის საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს.

 

იტვირთბა....