თიანეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამა შეურაცხადია. მათი ინფორმაციით, მკვლელობამდე მამასა და შვილს შორის კონფლიქტი მოხდა. ბრალდებულმა მოზარდს სავარაუდოდ ყელში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცახადებენ, რომ ბრალდებული სამართავდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს