aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლებამ ცუდბიჭობაზე მოაწერა ხელი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ხელისუფლებამ ცუდბიჭობაზე მოაწერა ხელი”, – ასეთი განცხადება გააკეთა ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა დღეს, მმართელი პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ. საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, საშემოდგომო სესიაზე, ოპოზიციასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის გატანას ითვალისწინებს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას თავდაპირველად სურვილი ჰქონდა სახე შეენარჩუნებინა, თუმცა ეს არ გამოუვიდა.
რაც შეეხება სტრასბურგში 6 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრას, ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს მისთვის თავიდანვე გაუგებარი იყო.

„საკითხი თავიდანვე ძალიან მარტივად იყო. არსებობს ქვეყანაში აუცილებლობა ინსტიტუციური და პოლიტიკური ბალანსების შენარჩუნების. ხელისუფლებამ ამ ორივე ბალანსსზე უარი თქვა და ფაქტობრივად შექმნა საფუძველი ძალაუფლების უზურპაციის. ანუ, ინსტიტუციურ ბალანსზე – პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე, თქვა უარი და პროპორციული წესით არჩევნების ინიცირებაზეც, რომლითაც მულტიპარტიული დემოკრატიის განვითარება უნდა მომხდარიყო, პოლიტიკური ბალანსის შექმნის საშუალებაზეც უარი თქვა. ამით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მე არ მჭირდება დემოკრატიული ბალანსები“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე 6 სექტემბერს, სტრასბურგში არ გაემგზავრება, -ამის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის საგანგებო განცხადებაშია:

იტვირთბა....