გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ თანამდებობა დატოვა. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ჩაჩანიძე “პატრიოტთა ალიანსში” გადავიდა.
ბორჯომის საკრებულოში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ახლა შვებულებაში იმყოფება და აღნიშნული ინფორმაცისი შესახებ არაფერი იციან.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა ჩაჩანიძემ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, შესაძლოა, ბორჯომის მერის პოსტზე “პატრიოტთა ალიანსიდან” იყაროს კენჭი.