ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS-ის წევრები მოსკოვში: რუსულმა უშიშროებამ ტერაქტები აღკვეთა

რუსეთის უშიშროებამ მოსკოვში დააკავეს პირები, რომლებიც, როგორც ირკვევა,  1-ელ სექტემბერს მოსკოვში ტერაქტებს გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უსაფრთხოების უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
იგეგმებოდა ორი ტერაქტი: ცივი იარაღით თავდასხმა და თვითაფეთქება. – ასეთია უწყების გამოძიების შედეგი.

„უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე ცენტრალური აზიის რეგიონის ორი მოქალაქის დანაშაულებრივი საქმიანობა აღკვეთა, რომლებიც 1-ელ სექტემბერს ტერორისტულ აქტებს ამზადებდნენ ქალაქ მოსკოვში“, – ნათქვამია განცხადებაში.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საკმაოდ დიდი სიმძლავრის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები ISIS-ის წევრები არიან.

იტვირთბა....