ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.

როგორც ცნობილია, დღეს, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. შედეგად მახლობლად მდებარე მაღაზიაც.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი, სახლის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა, დაშავებულია. ის “იაშვილის” საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ექიმები ამბობენ, 35 წლის მამაკაცი, მძიმედაა დაშავებული და 45%-იანი სხეულის დამწვრობა.

იტვირთბა....