“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აბასთუმანში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და მთავრობას მიმართავს:
იმედია, ახლა მაინც: კვირიკაშვილი არ დაელოდება აბასთუმნის ტყეში ხანძრის მომძლავრებას და მანამდე ჩავა ადგილზე მდგომარობის გასაცნობად, შესაფასებლად და ზომების მისაღებად. მინდია ჯანელიძე არ მოიმიზეზებს კანონმდებლობას. თუ საჭირო გახდა (ღმერთმა ქნას, არ დაგვჭირდეს!) საგარეო საქმეთა სამინისტრო დახმარების თხოვნით მიმართავს მეგობრებს და არა ოკუპანტ რუსეთს. აბაშიძე არ დაურეკავს კარასინს. თუ ისევ მეხანძრე-მაშველების თავგანწირვის იმედად უნდა ვიყოთ მხოლოდ?
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ლიკვიდირებული ხანძრის შემდეგ ხანძარი გაჩნდა აბასთუმანში, რომელსაც მეხანძრეები და მაშველეი თავგანწირვით ებრძვიან. დახმარების სურვილი რამდენიმე მეზობელმა ქვეყანამ გამოთქვა.