ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აბასთუმნის ტყეში ჯარის გამოყენების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის”

საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ აბასთუმნის ტყეში ჯარის გამოყენების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის. მისი თქმით, თავდაცვის პირადი შემადგენლობა წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. მინისტრის განცხადებით, ბორჯომში ხანძრის ხელახლა გაჩენის  შანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს.

“შეიძლება ითქვას, რომ ბორჯომში ნულის ტოლია ცეცხლის თავიდანგავრცელების საშიშროება. იქ არიან მობილიზებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. ასე რომ, აბასთუმანში მათი ჩართულობა ჯერ არ არის საჭირო. ვიმედოვნებ, რომ არც შემდგომში გახდება საჭირო”,-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

იტვირთბა....