Uncategorized @ge

შს მინისტრი: “მეც ვფიქრობ, რომ ხანძრები შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი”

საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხანძრები ხელოვნურად იყოს გაჩენილი.

“თუ ჩემიაზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ ხანძრები შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მისი თქმით, გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე.

“გამოძიება ყოველთვის მუშაობს ყველა ვერსიაზე. შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს… მე ამას ახლა ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ”,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში საქართველოს ტყებში ხშირია ხანძრის გაჩენის შემთხვევები, რომელსაც მეხანძრეები და მაშველები დაუღალავადა ებრძვიან.

იტვირთბა....