აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრისთვის შექმნილ საგანგებო შტაბში სასულიერო პირები მივიდნენ.
მათ შორის არის ახალიხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ჭუაძეც. სასულიერო პირები საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ხვდებიან და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ეცნობიან.
შეგახსენებთ, ხანძარი აბასთუმნის ტყეში გუშინ გაჩნდა. ადგილზე მალევე მოხდა ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს უკრაინა ავიაციით დაეხმარება. როგორც ცნობილია, უკრაინამ საქართველოში 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა. მას აბასთუმანში დღეს ელოდებიან.