ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ენერგო-პრო ჯორჯია”: უცნობია რატომ გახანგრძლივდა საბაგიროს შეფერხებით მუშაობა

„ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ბაკურიანში ავარიის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა და რამდენიმე წუთში ელექტროენერგიის მიწოდება დიდველის საბაგირო მკვებავ კაბელზე აღდგა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ უცნობია, თუ რატომ გახანგრძლივდა საბაგიროს შეფერხებით მუშაობა:

„ბაკურიანში, ერთ-ერთი კერძო სამშენებლო კომპანია აწარმოებდა ველობილიკის სამშენებლო სამუშაოებს, რომლის დროსაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში დაფიქსირდა ავარია. სამშენებლო კომპანიის ტექნიკამ დაუდევრად დააზიანა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიწისქვეშა კაბელი. შექმნილი შეფერხების გამო, აღნიშნულ სამშენებლო კომპანიასთან სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოახდენს სასამართლო დავის ინიცირებას“, – ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბაკურიანში, დიდველის საბაგირო დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, დიდველში, ყველა საბაგიროდან, რომელიც ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო გაითიშა, დამსვენებლები მაშველების დახმარებით ჩამოყვანილია.

იტვირთბა....