საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად, დაახლოებით, სამი ჰექტარი ტერიტორიაა დამწვარი. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს მოედო. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო ბრიგადა და მიტანილია წყლით სავსე ავზები. სოფელ მანავში ხანძრის ჩაქრობას 20 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
იტვირთბა....