ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქსტატი: საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშულთა 107 საქმე განიხილეს

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს საერთო სასამართლოებში არასრულწლოვანი პირების მიერ ჩადენილ დანაშაულთა 107 საქმე განიხილეს, რომელთაგან მოსამართლეებმა თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება 31 საქმის შემთხვევაში მიიღეს.

სასამართლოების მიერ განხილულ საქმეთა დიდი ნაწილი ქურდობას შეეხებოდა, ასევე იყო განზრახ მკვლელობის 2 და სხეულის დაზიანების 4 საქმე.

საქსტატის მიხედვით, 2017 წლის ივნისის თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 15 არასრულწლოვნის მიმართ. აქედან 13,3% (2 პირი) მოდის პირებზე, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. ამასთან, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 8 შემთხვევაში ქურდობის, ყაჩაღობა – 3, ძარცვა – 2, თაღლითობა – 1 ბრალდებით დაიწყო.  2017 წლის ივნისის თვეში დევნა შეწყდა 9 არასრულწლოვნის მიმართ.

იტვირთბა....