ახალი ამბები მთავარი სამართალი

გაჩიანში მამაკაცის წამების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გაჩიანში 42 წლის მამაკაცის წამების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ. მათ თქმით, ამ დროისთვის დაკავებულ 5 პირს,  აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, 21 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში 42 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენიმე პირმა ჯერ სცემა, შემდეგ კი, მასზე სექსუალურად იძალადა. ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე აღარ ემუქრება. ოჯახის ინფორმაციით, ის რეანიმაციული განყოფილებიდან სტაციონარში გადაიყვანეს.
ოჯახის წევრებია ამბობენ, რომ  ძალადობის ფაქტში 15-ზე მეტი პირი მონაწილეობდა. ისინი დანარჩენი პირების დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯასაც მოითხოვენ.

იტვირთბა....