aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შენების მოძრაობამ” თელავისა და ქუთაისის მერობის კანდიდატები წარადგინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პარტიამ “შენების მოძრაობამ” ქუთაისის მერობის კანდიდატად  ალუდა გოგლიჩიძე წარადგინა, თელავში კი გელა გელაშვილი. კანდიდატები დავით უსუფაშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, კანდიდატების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და ქვეყნის სწორად შენების უნარი იყო.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებისა და ახლებური პოლიტიკის დანერგვის დასაწყისი, რასაც ამ ეტაპზე თბილისის მერობის კანდიდატ თენგიზ შერგელაშვილთან ერთად კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დასახელებული მერობის და საკრებულოების წევრობის კანდიდატები გაუძღვებიან”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იტვირთბა....